ყატარულ „ალ-სადსა“ და ჩავი ერნანდესს შორის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა. თუმცა,ხელშეკრულებაში საინტერესო პუნქტი ჩაიდო.
იმ შემთხვევაში თუ ჩავი წინადადებას მშობლიური „ბარსელონადან“ მიიღებს, კლუბი ვალდებული იქნება კონტრაქტისგან გაათავისუფლოს. შესაბამისად, არაა გამორიცხული ესპანელმა უახლოეს კატალონური გრანდი მაინც ჩაიბაროს.
ჩავის „ბარსადან“ შეთავაზება იანვარში ჰქონდა, მაგრამ უარი განაცხადა, მოტივით, რომ მზად არ იყო. მიუხედავად ამისა, „ბლაუგრანაში“ ისევ აქტიურად განიხილება ლეგენდარული ფეხბურთელის დაბრუნება.