ფეხბურთი

13:23 | 5.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "მძიმე მარცხია, მაგრამ არაფერს დავთმობთ"

რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი „მილანთან“ (0:3) მტკივნეული მარცხის მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს.

„წაგება სატურნირო ცხრილზე იწონის, მაგრამ ვიცოდით, რომ ოვიექტური სირთულეები გვქონდა. მთავარ ეპიზდებში არ გაგვიმართლა. პირველ ტაიმში ავტოგოლით და პენალტით გავუშვით, რებიჩმა კი თამაში დახურა. მძიმე მარცხია, მაგრამ არაფერს დავთმობთ. იმედია ფეხბურთელები გამოჯანმრთელებიან, რადგან არ შემიძლია როტაციის გაკეთება, არასრულ ორ კვირაში 4 თამაშის ჩატარება რთულია. წინ ვიყურებით და „ლეჩესთან“ მატჩზე ვფიქრობთ“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, „ლაციო“ 30 ტურის შემდეგ 68 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „იუვენტუსს“ 7 ქულით ჩამორჩება.

0.116877