ფეხბურთი

23:11 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"თელავის" პირველი გამარჯვება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „თელავი“ დაუმარცხებელ ასპარეზობას აგრძელებს და ამჯერად გამარჯვებაც მოიპოვა. კახური გუნდი საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ დაუხვდა და 3:1 სძლია.

ანგარიში სწრაფადვე თავური დარტყმით ილია ბერიაშვილმა გახსნა, რასაც მალევე პენალტით ყურბანოვმა უპასუხა. თუმცა, ეს ანგარიში ტაბლოზე დიდხანს არ შენარჩუნდა, რადგან რუხაძემ თელაველები ხელმეორედ დააწინაურა.

მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა უპირატესობა გაიმყარეს და თამაშს წერტილი ძოწენიძის გოლით დაუსვეს.

„თელავს“ 4 ტურის თავზე 6 ქულა აქვს (1 მოგება, 3 ფრე), „სამტრედიამ“ კი განვლილ ტურებში 4 ქულის მოპოვება შეძლო.

„თელავი“ – „სამტრედია“ 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 ბერიაშვილი (4), 1:1 ყურბანოვი (9, პენ), 2:1 რუხაძე (22, პენ), 3:1 ძოწენიძე (54)

0.115549