მოსკოვის „ლოკომოტივმა“ სოლომონ კვირკველიას გაყიდვა გადაწყვიტა. Championat-ის ინფორმაციით, კლუბი განიხილავს, როგორც გაყიდვის, ისე იჯარით გასხვისების ან საერთოდაც კონტრაქტის შეწყვეტის ვარიანტებს.
„ლოკომოტივს“ მისი შემცვლელებიც შერჩეული ჰყავს, ყველა მათგანი კვირკველიაზე ახალგაზრდები არიან, რაც ერთ-ერთი კრიტერიუმია.
კვირკველია „რკინიგზელთა“ ღირსებას 2017 წლის იანვრიდან იცავს და კლუბთან ერთად რუსეთში ყველა ტიტული მოიგო (107 მატჩი, 4 გოლი). მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირის ჩათვლით 8 თამაში ჩაატარა. ქართველი მცველის სატრანსფერო ღირებულება 6.5 მილიონ ევროს შეადგენს.
კვირკველიას შესაძლო მომავალი კლუბების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ადრე კი „კრასნოდარს“, „როტორსა“ და „როსტოვს“ უკავშირებდნენ.