ფეხბურთი

20:40 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მილან ბაროშმა კარიერა დაასრულა

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მილან ბაროშმა კარიერა 38 წლის ასაკში დაასრულა. ბოლოს ბაროში ჩეხურ გუნდ "ბანიკ ოსტრავაში" თამაშობდა, სადაც კარიერა დაიწყო.

მილანმა "ბანიკი" 2002 წელს დატოვა, როდესაც "ლივერპულმა" ჩეხებს ტრანსფერის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო გადაუხადეს. ფეხბურთელმა "მერსისაიდელთა" რიგებში სამი სეზონი გაატარა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. 2004/05 წლების სეზონის ფინალში ბაროშმა "მილანთან" შეხვედრაში 85 წუთი ითამაშა.

"ლივერპულის" დატოვების შემდეგ მილანმა "ასტონ ვილაში", "პორტსმუთში", "გალათასარაიში", "ანთლიასფორში", "მლადა ბოლესლავსა" და "ლიბერეცში" ითამაშა. ეროვნულ ნაკრების მაისურით ბაროშმა 93 შეხვედრა ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა, ხოლო პორტუგალიაში 2004 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავი ხუთი გოლით გამოიჩინა და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.

0.113561