ფეხბურთი

17:56 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" "მილანის" კაპიტნის შეძენასთან ახლოსაა

მადრიდის „ატლეტიკო“ „მილანის“ კაპიტან ალესიო რომანიოლის ეპატიჟება. ესპანური გამოცემა Don Balon-ი კი წერს, რომ მომდევნო კვირაში ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდება.

შესაძლო გარიგების ფინანსური დეტალები და სხვა კონკრეტული ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობილია. თავის მხრივ, იტალიური მედია იტყობინება, რომ დიეგო სიმეონე რომანიოლის ტრანსფერით მართლაც დაინტერესებულია, მაგრამ ცნობა იმის შესახებ, რომ იტალიელი მომდევნო კვირაში „როხიბლანკოს“ ფეხბურთელი გახდება, ცოტა გაზვიადებულია.

შეგახსენებთ, რომანიოლი „მილანში“ 2015 წელს გადავიდა, 2018 წელს გუნდის კაპიტანი გახდა. „როსონერიში“ ნიჭიერ ფეხბურთელს 185 მატჩი აქვს ჩატარებული და 7 გოლი გაიტანა.

0.125004