ბელგიურმა „გენტმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და „ბეერსხოტთან“ საკონტროლო თამაში ჩაატარა, რომელიც 1:0 მოიგო.
გამარჯვების გოლი 44-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა პირველი ტაიმი ითამაშა. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ის მოედანზე მეროე ნახევარში იყო.
შეგახსენებთ, „გენტი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.