„იუვენტუსი“ პაულო დიბალას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი დიდი ხნის წინ შეთანხმდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ეს ამბავი მომავლისთვის გადადო.
ახლა კი, როდესაც სეზონი განახლდა, კონტრაქტი მზადაა. პაულო „იუვესთან“ ახალი კონტრაქტით გაუმჯობესებულ გასამრჯელოს მიიღებს - 12 მილიონ ევროს.
ამჟამიდელი ხელშეკრულება ძალაში 2022 წლამდეა, განახლების შემდეგ კი 2024 წლამდე იქნება.
დიბალამ მიმდინარე სეზონში 39 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა, ხოლო 2015 წლიდან დღემდე შავ-თეთრი მაისურით ჩატარებულ 221 მატჩში თავი 94-ჯერ გამოიჩინა.