ფეხბურთი

13:18 | 2.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინა“ ემერის დაუკავშირდა

იტალიური „ფიორენტინა“ მთავარ მწვრთნელად უნაი ემერის მიწვევას აპირებს - წერს საკუთარი ტვიტერის გვერდზე ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა. წყაროს მტკიცებით, კლუბი უკვე დაუკავშირდა ესპანელი სპეციალისტის წარმომადგენლებს.

ემერის ბოლო სამუშაო ადგილი „არსენალი“ გახლდათ. ლონდონურ კლუბში ის 2018-19 წლებში ირჯებოდა. მისი თავკაცობით, „მეთოფეებმა“ პრემიერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავეს, ევროპა ლიგის ფინალში კი თანაქალაქელ „ჩელსისთან“ დამარცხდნენ.

ემერის ასევე უმუშავია: „ვალენსიაში,“ მოსკოვის „სპარტაკში,“ „სევილიასა“ და პსჟ-ში.

0.128725