ფეხბურთი

17:36 | 1.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეტიენი: "გრიზმანი არ დამიმცირებია და ბოდიშიც მოსახდელი არ მაქვს"

„ბარსელონაში“ ანტუან გრიზმანის კარიერა ისე არ მიმდინარეობს, როგორც ამას ერთი წლის წინ წარმოიდგენდნენ. ფრანგი ბოლო ოთხი მატჩიდან სამჯერ ვერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში.

ყოფილი კლუბის, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ კი საერთოდაც 1 წუთი ითამაშა. ეს დრო დაუთმო კიკე სეტიენმა ფრანგ შემტევს, თუმცა ესპანელი სპეციალისტი არ ფიქრობს, რომ ეს დამამცირებელი ჟესტი იყო. ამიტომაც, არც ბოდიშის მოხდას აპირებს.

„ადვლი არაა გუნდის შეცვლა დესტაბილიზაციის გარეშე. მესმის, რომ მან შეიძება ეს ცუდად მიიღო, მაგრამ დამამცირებელი არ იყო. ვესაუბრე, თუმცა ბოდიშს არ ვიხდი. უნდა მივიღო გააზრებული გადაწყვეტილებები: ვინც ითამაშა, ისინი კარგად თამაშობდნენ“, - თქვა სეტიენმა.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის შესახებ აზრის დაფიქსირება დიეგო სიმეონესაც ჰკითხეს, რომელიც გრიზმანს 5 წელი ავარჯიშებდა: „ამის შესახებ სიტყვები არ მაქვს“.

აქვე გეტყვით, რომ ანტუან გრიზმანს ლა ლიგის 32 მატჩში მხოლოდ 8 გოლი აქვს გატანილი და ამაზე უარესი შედეგი ბოლოს 2011-2012 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც „რეალ სოსიედადის“ ღირსებას იცავდა.

0.126413