ფეხბურთი

22:58 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანე "ბაიერნში" ითამაშებს

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ლეროი სანე კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. Bild-ის ინფორმაციით, საბოლოო შეთანხმება და ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება მხოლოდ დროის ამბავია.

სანე მიუნხენელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 20 მილიონ ევროზე ოდნავ ნაკლებს მიიღებს. სატრანსფერო ღირებულება კი არაოფიციალური ცნობით, 50 მილიონ ევროს შეადგენს.

სანე „სიტის“ 2016 წელს შეუერთდა და დღემდე ჩატარებულ 135 თამაშში თავი 39-ჯერ გამოიჩინა. მანამდე კი სახელი გელზენკირხენის „შალკეში“ თამაშით გაითქვა.

0.1148