კალათბურთი

14:33 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბრუკლინ ნეტსის“ ორ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ბრუკლინ ნეტსის“ ორ კალათბურთელ დეანდრე ჯორდანს და სპენსერ დინვიდს კორონავირუსი დაუდასტურდათ. აღნიშნული ფაქტი NBA-ს განბახლებამდე 1 თვით ადრე გუნდისთვის პრობლემატურია, რადგან ჯორდანის თამაში უკვე გამოირიცხა, თუმცა დინვიდის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სტარტს 31 ივლისს ორლანდოში აიღებს, „ბრუკლინელები“ კი მას სერიოზული საკადრო დანაკლისით ხვდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთაღნიშნული კალათბურთელებისგან განსხვავებით, უილსონ ჩენდლერს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა, თუმცა, დაინფიცირების შიშით თამაშზე უარი თქვა. კაირი ირვინგი და კევინ დურანტი კი ტრავმირებულნი არიან.

შეგახსენებთ, „ბრუკლინ ნეტსს“ 30 მოგების საპირისპიროდ 34 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციასი მე-7 ადგილზეა.

0.123489