ფეხბურთი

11:23 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკომ“ კავანის ტრანსფერზე უარი თქვა

პსჟ-ის შემტევი, ედინსონ კავანი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდის „ატლეტიკოში“ არ გადავა - გვამცნობს ესპანური AS.

გამოცემის მტკიცებით, მადრიდელებმა ურუგვაელზე უარი იმ მიზეზით თქვეს, რომ ზამთარში ვერ მოელაპარაკნენ. მაშინ ედინსონმა დადგენილზე მეტი თანხა მოითხოვა. ჩანს, მიზეზი ახლაც იგივეა.

კავანი, სავარაუდოდ, კარიერას „რომაში“ გააგრძელებს. იტალიური კლუბი მას უკვე დაუკავშირდა. უახლოეს ხანში კავანი პსჟ-ს დატოვებს თავისუფალი აგენტის სტატუსით, რადგან პარიზელებთან კონტრაქტის ვადა ეწურება.

0.122423