ფეხბურთი

10:17 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანელები როი კინს უხმობენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა, როი კინმა, აზერბაიჯანის ნაკრების გაწვრთნის შეთავაზება მიიღო - გვამცნობს The Sun.

ბოლო დროს ის ტელეექსპერტად მუშაობს და პირდაპირობისთვის დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ დარგში. მას მწვრთნელად უმუშავია „სანდერლენდში,“ „იფსვიჩ თაუნში,“ ხოლო ირლანდიის ეროვნულ გუნდში მწვრთნელის ასისტენტად (2013-18). ამ რანგში ორჯერ თბილისშიც იმყოფებოდა.

ახლა მზადაა მწვრთნელობას დაუბრუნდეს. აზერბაიჯანელები მოითხოვენ, რომ მან პასუხი 48 საათის განმავლობაში გასცეს, რადგან ამჟამინდელი დამრიგებლის, ნიკოლა იურჩევიჩის შემცვლელის ძებბნის დრო იწურება.

პირობები მაცდური ყოფილა, თუმცა როი იმაზე ფიქრობს, რამდენად სწორი ნაბიჯი იქნება აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობა.

0.114439