ფეხბურთი

1:55 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიადან" მთავარი მწვრთნელი დაითხოვეს

ესპანური „ვალენსიადან“ მთავარი მწვრთნელი ალბერტ სელადესი დაითხოვეს. წარუმატებელი შედეგების გარდა, პირინეული მედიის ცნობით, 44 წლის სპეციალისტის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი ფეხბურთელებთან კონფლიქტიც გახდა.

სელადესმა „ღამურები“ გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა, როდესაც მოულოდნელად მარსელინო ტორალი გაათავისფულეს. სეზონის ბოლომდე „ვალენსიას“ ვორო გაწვრთნის. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის დასრულების შემდეგ ლა ლიგაში მესამე გუნდიდან დაითხოვეს მთავარი მწვრთნელი. მანამდე იგივე „ბეტისსა“ და „ესპანიოლში“ მოხდა.

„ვალენსია“ კი სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 46 ქულით მერვე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულა აშორებს.

0.12982