ფეხბურთი

1:22 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიპოს შედევრი - დაბრუნება სერია A-ში რეკორდით

„ბენევენტო“ სერია A-ში აღზევდა. სერია B-ს XXXI ტურში ფილიპო ინძაგის გუნდმა „იუვე სტაბია“ 1:0 დაამარცხა და ელიტალური ლიგის საგზური სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ოფიციალურად მოიპოვა.

„ჯალოროსის“ 31 ტურში 76 ქულა აქვს მოპოვებული, რაც სერია B-ს ისტორიაში (ხსენებული პერიოდისთვის) სარეკორდო მაჩვენებელია.

23 მოგება, 7 ფრე, ერთადერთი წაგება, 56 გატანილი, 15 გაშვებული გოლი და 18 მშრალი მატჩი - „სუპერპიპოს“ გუნდის შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ამრიგად, „ბენევენტო“ ისტორიაში მეორედ ითამაშებს სერია A-ში. პირველად ეს 2017-2018 წლების სეზონში მოხდა და მაშინ გუნდმა ელიტაში ადგილი ვერ შეინარჩუნა.

რაც შეეხება ფილიპო ინძაგის, როგორც მწვრთნელმა ერთი ლიგიდან მეორეში, მეორედ დააწინაურა გუნდი. „ბენევენტომდე“, „ვენეცია“ სერია C-დან სერია B-ში გადაიყვანა.

ბოლოსკენ ისიც ვთქვათ, რომ სერია B-ს მიმდინარე სეზონში დარჩენილი ორი საგზურისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული, დაწინაურების შანსი ბევრ გუნდს აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე კარგი შესაძლებლობა „კროტონეს“, „ჩიტადელას“, „სპეციას“, „პერდონენესა“ და „ფროზინონეს“ გააჩნიათ.

0.137497