ფეხბურთი

2:15 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტიაგო სილვა პსჟ-ში ორი თვე დარჩება

„პარი სენ ჟერმენის“ კაპიტანი ტიაგო სილვა კლუბში კიდევ ორი თვე დარჩება. ბრაზილიელის კონტრაქტი დღეს იწურება, მაგრამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის გამო ხელშეკრულება ავტომატურად აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა.

სამხრეთ ამერიკელი პსჟ-ს განკარგულებაში იქნება აგვისტოში, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და მისი დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება, შესაბამისად გუნდს დატოვებს.

შეგახსენებთ, ვეტერანი ბრაზილიელი პარიზელთა ღირსებას 2012 წლიდან იცავს და 310 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

0.116592