ფეხბურთი

22:50 | 27.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხამესი: „გარემოების მსხვერპლი ვარ“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, რომელიც იჯარით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს, ჟურნალისტებს უამბო, რატომ არ გადადის სხვა გუნდში, როცა კლუბში მცირე სათამაშო დროს აძლევენ.

„მოდით, კონკრეტული მინიშნებები არ გვინდა. არადა, მქონდა კარგ გუნდში გადასვლის შანსი. ვიცოდი, რომ აქ ბევრ სათამაშო დროს არ მოცემდნენ, მაგრამ მიზეზთა გამო, არ გამიშვეს. გარემოების მსხვერპლი ვარ.

აქ იმიტომ ვარ, რომ ასე აეწყო საქმე და არა იმიტომ, რომ დარჩენა მინდა. ვიმედოვნებ, მალე ყველაფერი მოგვარდება“ - უთხრა ხამესმა The Locker Room-ს.

0.118304