ბელარუსის ჩემპიონატის მე-15 ტურში გეგა დიასამიძემ გოლი გაიტანა. ქართველი ნახევარმცველი „შახტიორი“ „მინსკს“ ესტუმრა და ქულას დასჯერდა.
დიასამიძემ 70 წუთი ითამაშა, ხოლო 56-ე წუთზე ანტიჩის პასით მეტოქის კარი აიღო და ანგარიში გახსნა.
გეგამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მეცხრე მატჩში თავი მეორედ გამოიჩინა. „შახტიორი“ კი სატურნირო ცრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბატეს“ 3 ქულით ჩამორჩება.