მირალემ პიანიჩისა და არტურ მელოს ბარტერზე „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ როგორც ჩანს, საბოლოოდ შეთანხმდნენ.
იტალიური მედიის ცნობით, ორივე ფეხბურთელი კვირას, 28 ივნისს სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. არტური - ტურინში, პიანიჩი - ბარსელონაში.
გარდა გაცვლისა, „იუვე“ კატალონურ გრანდს 10 მილიონ ევროსაც დაუმატებს, რადგან არტურის ღირსებულება 70 მილიონი ევროა (პიანიჩის 60).
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ფეხბურთელები კლუბებს არ შეიცვლიან.