ფეხბურთი

18:13 | 27.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიდი გულის ტევესი - არგენტინელი უხელფასოდ ითამაშებს, თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება

ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა „ბოკა ხუნიორსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და მშობლიურ გუნდში მიმდინარე წლის დეკემბრამდე ითამაშებს.

ტევესმა 6-თვიანი უხელფასო კონტრაქტი გააფორმა და თანხა, რომელიც ახალი კონტრაქტით უნდა მიეღო, მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

კარლოს ტევესს „ბოკა ხუნიორსის“ მაისურით დღემდე 204 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 73 გოლი გაიტანა.

0.119565