„ბოკა ხუნიორსის“ თავდამსხმელმა და ცნობილმა ფეხბურთელმა კარლო ტევესმა ბრიტანულ მედიასთან სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
არგენტინელმა ის 11 ფეხბურთელი შეარჩია, რომელთა მხარდამხარ სხვადასხვა დროს უთამაშია.
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
მცველები: უგო იბარა (არგენტინა), რიო ფერდინანდი (ინგლისი), გაბრიელ ჰაინცე (არგენტინა), პატრის ევრა (საფრანგეთი)
ნახევარმცველები: პოლ სქოულზი (ინგლისი), პოლ პოგბა (საფრანგეთი), ანდრეა პირლო (იტალია)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა), უეინ რუნი (ინგლისი), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)
არგენტინელი არ გამორიცხავს, რომ გამოსამშვიდობებელი მატჩი გამართოს, როდესაც კარიერას დაასრულებს და ზემოხსნეებული გუნდი ათამაშოს.
„დღეს რომ კარიერას ვასრულებდე და ჩემი გუნდი ასეთი იქნებოდა. მე? მე სათადარიგო სკამზე ვიქნებოდი. ევროპაში თუ დავბრუნდებოდი, „ვესტ ჰემში“ აპლოდისმენტების მისაღებად. ან 6 თვით „კორინთიანსში“ ვითამაშებდი, არ მინდა რამის გამორიცხვა“, - აღნიშნა ვეტერანმა არგენტინელმა.