თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა მამია გავაშელიშვილმა ეროვნულ ლიგაში წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ითამაშა.
ქართველ ფეხებურთელს სიმსივნე ჰქონდა, რომლის დამარცხება მოახერხა და მოედანზეც დაბრუნდა. მამიამ „მერანთან“ შეხვედრაში 84-ე წუთზე სანდრო კობახიძე შეცვალა.
აქვე გეტყვით, რომ 25 წლის ფეხბურთელი „ლოკომოტივში“ 2013 წლიდან თამაშობს და 130 შეხვედრაში 80 გოლი აქვს გატანილი.