საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის მეორე მატჩში „დინამო ბათუმი“ უმაყურებლოდ „თელავს“ დაუხვდა. თუმცა, „პირატებს“ საყვარელი გუნდი არ დავიწყებიათ და მუყაოს ფიგურები ტრიბუნებზე თამაშის დაწყებამდე განათავსეს.
ამასთან, მადლობა გადაუხადეს ექიმებს, ნიკა საბანაძეს და გიორგი შაქარაშვილის ხსოვნასაც პატივი მიაგეს...
თამაშს რაც შეეხება, გია გეგუჩაძის გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. პირველივე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა ანგარიში გახსნა და ამაზე უკეთესი დასაწყისი რა უნდა ყოფილიყო. თუმცა, მასპინძლებს გოლმა ფრთები ვერ შეასხა.
„თელავმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში ლაშა კოხრეიძემ შეძლო გათანაბრება და გუნდებმა ქულები გაიყვეს. საინტერესო ვითარებაა ორივე გუნდისთვის სატურნირო ცხრილში - სამ-სამი ფრე სამი ტურის თავზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს „დინამო თბილისმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და „საბურთალო“ 3:0 დაამარცხა. ტური ხვალ გაგრძელდება, ზეგ კი დასრულდება.
„დინამო ბათუმი“ – „თელავი“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ჯოვინო (1), 1:1 კოხრეიძე (53)