ფეხბურთი

21:38 | 25.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლიოვი მოედნიდან გაყვანით გვემუქრებოდა" - ხედირამ ბრაზილიასთან 7:1 გაიხსენა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ ბრაზილიასთან 2014 წლის მუნდიალის ნახევარფინალი გაიხსენა.

მიუხედავად იმისა, რომ „ბუნდესნაკრებმა“ ის მატჩი 7:1 მოიგო და დასაწყისშივე მოიპოვა სერიოზული უპირატესობა, იოაჰიმ ლიოვი შეგირდებს მოდუნების უფლებას არ აძლევდა.

„ფანტასტიკურია, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. თუ დავინახავ, რომ ვინმე ბრაზილიელებს ეხუმრება, მაშინვე მოედნიდან გავიყვან. მან მთლიანად გაანადგურა ეიფორია და გვითხრა: „ჩვენ 0:0-დან ვიწყებთ, მეორე ტაიმიც უნდა მოვიგოთ". ლიოვმა შესანიშნავი გზა აირჩია“, - თქვა ხედირამ.

0.115302