დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბელგიის ნაკრების მცველი ტომას მუნიე დაიმატა. გერმანული კლუბის ვებგვერდის ცნობით, ბელგიელმა „ყვითლებთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მუნიე „დორტმუნდს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან პსჟ-სთან ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება. ტომასი „სიგნალ იდუნა პარკზე“ აჩრაფ ჰაკიმის შეცვლის, რომლის საიჯარო კონტრაქტი „რეალიდან“ იწურება.
ტომას მუნიე პსჟ-ს ღირსებას 2016 წლიდან იცავდა და 128 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. მანამდე კი სახელი „ბრიუგეში“ გაითქვა.