ფეხბურთი

0:01 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალისა" და "ფიორენტინას" ლეგენდამ კარიერა დაასრულა

ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა გონსალო როდრიგესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 36 წლის მცველის განცხადებით, ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ახლა წერტილის დასმის დროა.

როდრიგესმა კარიერა „სან ლორენსოში“ დაიწყო და იქვე დაასრულა, სადაც 2002-2004 და 2017-2020 წლებში ირჯებოდა.

უმეტესი და საუკეთესო წლები კი ორ გუნდში გაატარა. „ვილიარეალში“ 2004-2012 წლებში 250 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო „ფიორენტინაში“ 2012-2017 წლებში 203 თამაშში 25 გოლი გაიტანა. რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, „ალბისელესტეში“ გონსალომ მხოლოდ 7-ჯერ ითამაშა და თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.112166