ბერგამოს „ატალანტამ“ ლონდონის „ჩელსიდან“ მარიო პაშალიჩის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა.
ხორვატის სანაცვლოდ ინგლისელებმა 15 მილიონი ევრო მიიღეს და კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.
პაშალიჩი „ატალანტას“ 2018 წელს იჯარით შეუერთდა და იტალიურ გუნდში ჩატარებულ 75 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.