ჩოგბურთი

17:04 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიმიტროვის შემდეგ კორონავირუსი ჩორიჩსაც დაუდასტურდა

ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის შემდეგ კორონავირუსი ბორნა ჩორიჩსაც დაუდგინდა. ამის შესახებ განცხადება ტვიტერში თავად ხორვატმა ჩოგბურთელმა გაავრცელა.

„ყველას მინდა გაცნობოთ, რომ კორონავირუსზე ტესტირების პასუხი დადებითია. ყველა, ვისთანაც ბოლო დღეებში კონტაქტი მქონდა, ტესტირებას ჩაიტარებენ. ვწუხვარ, რომ შეიძლება ვინმესთვის ზიანი გამოვიწვიო. მე კარგად ვარ, არანაირი სიმპტომი არ მაქვს. გთხოვთ იყოთ ყურადღებით და უსაფრთხოდ“, - წერს ჩორიჩი.

აღსანიშნავია, რომ ATP-ის რეიტინგის 33-ე ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩის ორგანიზებულ ტურნირში იღებდა მონაწილეობას, რომლის ფინალი სერბ ჩოგბურთელსა და ანდრეი რუბლევს შორის გაუქმდა.

0.12106