ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის XXIII ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
„ურალთან“ შთამბეჭდავი მატჩის შემდეგ ხვიჩა გამოცემა Soccer.ru-მ გამოარჩია და მისი თამაში შემდეგნაირად დაახასიათა:
„ახლა გასაგებია თუ რატომ იყო სიომინი ასე გაბრაზებული, როდესაც ქართველი „რუბინში“ გადავიდა. „ლოკომოტივმა“ ხელიდან გაუშვა ძალიან ნიჭიერი 19 წლის მეომარი, რომელსაც აქვს ლიდერის თვისებები და არამხოლოდ ტექნიკა. ეკატერინბურგში, „რუბინისთვის“ მატჩი კარგად არ დაწყებულა, „ურალმა“ სწრაფად გაიტანა, მაგრამ კუთხურის შემდეგ კვარაცხელიამ ძალიან ლამაზად „მაკრატელა“ გაიტანა. შემდეგ სოლტმურად ბაკაევს საგოლე პასიც გაუკეთა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვიჩამ „ურალთან“ ფანტასტიკური გოლი და ასევე ეფექტური საგოლე პასი მიითვალა. მიმდინარე სეზონში ჩვენებურის აქტივში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა (20 მატჩში).