კალათბურთი

1:55 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას თამაში ჩაუვარდა, "ბასკონია" "ბარსელონასთან" დამარცხდა

ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალურ ტურნირში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ პირველი მარცხი განიცადა. კატალონიის „ბარსელონასთან“ ვიტორიელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ გამარჯვება ვერ შეძლეს.

თამაში „ბარსელონას“ უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდი 20:11 მოიგეს, თუმცა, შემდეგ „ბასკონია“ უკეთ გამოიყურებოდა, ამიტომაც დასკვნითი მეოთხედის წინ მისი უპირატესობა ერთქულიანი გახლდათ. ამის მიუხედავად, გადამწყვეტ მომენტში „ბარსა“ უფრო მძლავრი აღმოჩნდა და საბოლოოდ 81:75.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 31:43 წუთი გაატარა და შეტევაში საკმაოდ უფერულად გამოიყურებოდა: 10-დან 5 ორქულიანი (50%), 4-დან 2 საჯარიმო (50%) და 4 არაზუსტი სამქულიანი. შედეგად, 12 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და მარგი ქმედების მხოლოდ 5 კოეფიციენტი.

თავი ვერც მეტ ჯენინგმა გამოიჩინა, რომელმაც 12 წუთში 2 ქულა და 2 პასი მიითვალა, რაც ცხადია დიდი ვერაფერი მონაგარია.

„ბასკონიას“ სამი ტურის თავზე 2 მოგების წილ 1 წაგება აქვს, ზუსტად იგივე მაჩვენებელი, რაც „უნიკახას“. მომდევნო ტურში 23 ივნისს, შენგელია და მისი თანაგუნდელები სწორედ მალაგელებს გაეჯიბრებიან და ნახევარფინალის საგზურის მფლობელსაც ერთმანეთში გაარკვევენ.

0.119286