ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მეორე ტურია „ლევანტეს“ განაცხადში მოხვდა გიორგი ქოჩორაშვილი, თუმცა არც ამჯერად ათამაშეს.
ვალენსიელებმა ბარსელონაში „ესპანიოლს“ 3:1 აჯობეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, 20 წლის ქართველი ნახევარმცველი კი, როგორც „სევილიასთან“ ახლაც თადარიგში იყო.
იმედია, პაკო ლოპესი უახლოეს ხანში ქართველ ფეხბურთელს ლა ლიგაში დებიუტის საშუალებასაც მისცემს.