ფეხბურთი

17:43 | 21.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას "ანორთოსისმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კიდევ ერთი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. თემურ ქეცბაიას გუნდის რიგებს სომხეთის ნაკრების მარჯვენა მცველი ოგანეს ამბარცუმიანი გააძლიერებს.

სომეხმა ფეხბურთელმა კვიპროსულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ამბარცუმიანი ბოლოს „ენოსისში“ თამაშობდა, 18 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

მანამდე სკოპიეს „ვარდარისა“ და სომხური „ბანანცის“ ღირსება დაუცავს. სომხეთის ნაკრებში კი 2010 წლიდან 35 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქეცბაიას გუნდმა გასულ დღეებში ბრაზილიელი მარცხენა მცველი ანდერსონ კორეია და კამერუნელი ვინგერი ჩარლზ ელუნდუ დაიმატა.

0.13774