ფეხბურთი

14:34 | 20.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას "ანორთოსისს" კამერუნელი ახალწვეული ჰყავს

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს და კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა.

თემურ ქეცბაიას განკარგულებაში ამიერიდან კამერუნელი ჩარლზ ელუნდუ იქნება, რომელიც ფამაგუსტელებმა „ნეა სალამინადან“ დაიამტეს. 25 წლის ფეხბურთელს კვიპროსის ჩემპიონატში 84-ჯერ უთამაშია, 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი მიითვალა. პოზიციით მარცხენა ვინგერია.

აქვე გეტყვით, რომ „ანორთოსისმა“ მანამდე ბრაზილიელი განაპირა მცველი ანდერსონ კორეია დაიმატა. თემურ ქეცბაიას გუნდი 2020-2021 წლების სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

0.114912