ფეხბურთი

23:23 | 19.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კასერესი: "რონალდინიოსთვის ტრავმის მისაყენებლად 500 ათასი შემომთავაზეს"

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდო კასერესმა, რომელიც 1998-2004 წლებში ვიგოს „სელტას“ ღირსებას იცავდა, რონალდინიოსთან შეხვედრაზე ისაუბრა.

საუბარია 2003-2004 წლების სეზონში, როდესაც „სელტა“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა.

„ბარსელონას“ წინააღმდეგ ვთამაშობდით და რონალდინიოს ბურთთან პირველივე შეხებისას უკნიდან ჩავარტყი. შემდეგ მივედი მასთან და ვუთხარი, რომ მისთვის ტრავმის მისაყენებლად და თამაშიდან გამოსათიშად 500 000 პესეტა (ესპანური ფულის ერთეული - რედ) შემომთამავაზეს.

მაშინვე შემომხედა და მითხრა: „თუ შეძლებ, გააკეთე“. მის შესაჩერებლად აღარაფერი გამიკეთებია, ძალიან გაბრაზებული იყო, მაგრამ შესანიშნავ ფორმაში, შთამბეჭდავი ფეხბურთელი გახლდათ. საბედნიეროდ მესის წინააღმდეგ არასდროს მითამაშია, მის შესაჩერებლად ერთადერთი გზა არსებობს - ფეხებში ჩარტყმა“, - თქვა კასერესმა.

0.115237