კატალონიის „ბარსელონამ“ პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარს სასამართლო პროცესი მოუგო. საინტერესო კი ისაა, რომ ბრაზილიელმა ესპანურ გუნდს თავად უჩივლა, მაგრამ დამარცხდა.
ნეიმარი „ბარსელონასთან“ კუთვნილი პრემიის მიღებას მოითხოვდა და ამ მიზნით სასამართლოს მიმართა. თუმცა, მიღებული გადაწყვეტილებით კატალონელები გამაართლეს. ინფორმაცია „ბარსას“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ამის საპირისპიროდ კი, ნეიმარს „ბლაუგრანას“ ბიუჯეტში 6.7 მილიონი ევროს შეტანა მოუწევს. ჯერჯერობით კი ყველაფერი არ დასრულებულა და სამხრეთ ამერიკელს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013-2017 წლებში თამაშობდა და როგორც ესპანური მედია წერს, „კამპ ნოუზე“ დაბრუნების დიდი სურვილი გააჩნია.