სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:07 | 19.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდერ ერერა: "ნეიმარის დაბადების დღეზე რა არ მოხდა!"

პსჟ-ს ესპანელმა ლეგიონერმა ანდერ ერერამ ნეიმარის ბოლო დაბადების დღე გაიხსენა, რომელიც მთელმა გუნდმა იზეიმა.

„რა მოხდა ნეიმარის დაბადების დღის წვეულებაზე? რა არ მოხდა! მან იქირავა ორი სართული, ერთი დაქორწინებული ბიჭებისთვის და მეორე მარტოხელებისთვის, ქვედა სართული.

რა თქმა უნდა, ჩემმა მეუღლემ არც კი გამიშვა აბაზანაში ან თუნდაც ქვედა სართულზე“, - თქვა ერერამ.

აქვე გეტყვით, რომ წვეულება თებერვალში გაიმართა, ნეიმარმა დაბადების დღე მაურო იკარდისთან ერთად გადაიხადა. პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო კი ფეხბურთელების მაშინდელმა საქციელმა ძალიან გააბრაზა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113392