ფეხბურთი

14:24 | 19.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისში" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს და ბრაზილიელი ფეხბურთელი ანდერსონ კორეია დაიმატა.

29 წლის მარცხენა მცველმა ფამაგუსტელებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ანდერსონი ბოლო სამი წლის განმავლობაში კვიპროსული „ნეა სალამინას“ ღირსებას იცავდა, 91 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი მიითვალა.

მანამდე კი „პაულისტას“, „სან პაულუსა“ და პორტუგალიური „ბოავიშტას“ რიგებშიც უთამაშია.

0.118683