ფეხბურთი

12:59 | 19.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

„იუვენტუსის“ ლაზარეთს ალექს სანდრო და სამი ხედირა შეემატნენ. როგორც ტურინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ორივე ფეხბურთელი ტრავმირებულია.

ხედირამ დაზიანება „ნაპოლისთან“ მატჩამდე მიიღო და მისი მდგომარეობა დღითიდღე უნდა შეფასდეს. რაც შეეხება ალექს სანდროს, ნეაპოლელებთან იტალიის თასის ფინალში დაშავდა.

ბრაზილიელი მინიმუმ 20 დღე იუქმებს და ამ პერიოდში თანაგუნდელებს „ბოლონიასთან“, „ლეჩესთან“, „ჯენოასთან“ და „ტორინოსთან“ მატჩებში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, სეზონის განახლების შემდეგ „იუვენტუსმა“ ორ შეხვედრაში გოლიც ვერ გაიტანა და იტალიის თასის ფინალში წააგო. სერია A-ში კი 22 ინივსს, „ბოლონიას“ შეხვდება.

0.126823