„პარი სენ ჟერმენის“ კაპიტანი ტიაგო სილვა შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს და კარიერა „ფიორენტინაში“ გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ფლორენციელთა პრეზიდენტი როკო კომისო მზადაა ვეტერანი ფეხბურთელი „არტემიო ფრანკიზე“ მიიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ სილვას პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება და უკვე გადაწყვეტილია, რომ ფრანგულ გუნდს დატოვებს. ბრაზილიელს იტალიაში 2009-2012 წლებში „მილანის“ შემადგენლობაში უთამაშია.