თბილისის „ლოკომოტივში“ ვატო არველაძე დაბრუნდა. როგორც „რკინიგზელთა“ ვებგვერდი იტყობინება, ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
არველაძე ბოლოს პოლონურ „კორონაში“ ირჯებოდა და 29 შეხვედრაში 5 გოლის გატანა შეძლო.
რაც შეეხება „ლოკოკომოტივს“, 2015-2018 წლებში ვატომ 41 თამაშში 8 გოლის გატანა მოახერხა.