ფეხბურთი

19:58 | 18.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ეს მეტოქის უპირატესობა იქნება" - კიკე სეტიენი უეფას ახალი ფორმატით უკმაყოფილოა

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილებით უკმაყოფილოა. ესპანელი ასევე ამბობს, რომ „ნაპოლისთან“ საპასუხო მატჩი „კამპ ნოუზე“ უნდა ჩაატარონ, რადგან მათ უკვე ითამაშეს „სან პაოლოზე“ და თუ უეფა ამ თამაშს ნეტრალურ მოედანზე ჩაატარებს, ეს მეტოქისთვის უპირატესობის მინიჭება იქნება.

„ვიმედოვნებ, რომ „ნაპოლისთან“ თამაშს სახლში ჩავატარებთ, ჩვენ უკვე ვითამაშეთ მათ მოედანზე, ასე, რომ თუ ახლა ნეიტრალურ სტადიონზე ვითამაშებთ და თან უმაყურებლოდ, ეს განსხვავება იქნება და უსამართლობა. მეტოქისთვის უპირატესობა გამოვა, რადგან მათ საკუთარ სტადიონზე გვიმასპინძლეს, თანაც გულშემატკივრებით.

ვფიქრობ, მეოთხედფინალებიდან ერთმატჩიანი დაპირისპირებები კიდევ უარესია. არამარტო „ბარსასთვის“, არამედ ყველასთვის, რადგან ორ თამაშში შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა გაქვს. მაგრამ უეფამ გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ უნდა შევეგუოთ“, - თქვა სეტიენმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი 7 ან 8 აგვისტოს, „კამპ ნოუზე“ ან ლისაბონში გაიმართება.

0.115237