უეფამ ერთა ლიგის პლეი-ოფის ჩატარების თარიღები განაახლა. საქართველო-ბელარუსის ნახევარფინალური შეხვედრა 8 ოქტომბერს გაიმართება.
მატჩს თბილისი, „დინამო არენა“ უმასპინძლებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია დაიშვებიან თუ არა გულშემატკივრები. იმავე დღეს შედგება D დივიზიონის მეორე ნახევარფინალური დაპირისპირებაც, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის. რაც შეეხება ფინალს, უეფამ მისი ჩატარება 12 ნოემბერს გადაწყვიტა. თუ საქართველო ფინალში გავა, იმ შეხვედრასაც თბილისში ჩაატარებს და ამ კუთხით ლოგიკურია, ცვლილება არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო - ბელარუსის მატჩი 26 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაიდო.