ფეხბურთი

17:36 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბოლონიამ" მიხაილოვიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

იტალიურმა „ბოლონიამ“ სინიშა მიხაილოვიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. სერბი სპეციალისტი ემილიურ გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე იმუშავებს და ინფორმაცია „როსობლუს“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მიხაილოვიჩმა „ბოლონია“ 2019 წელს ჩაიბარა და გასულ სეზონში გუნდს სერია A-ში ადგილი შეუნარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა.

მიმდინარე სეზონს რაც შეეხება, „ბოლონია“ მეათე ადგილზეა და მე-6 ადგილოსან „ნაპოლის“ მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება.

0.113441