ფეხბურთი

16:27 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

11-წლიანი პაუზის შემდეგ "არმინია" ბუნდესლიგაში დაბრუნდა

ბილეფელდის „არმინია“ 11-წლიანი პაუზის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნდა. უვე ნაუჰაისის გუნდს 31 ტურის შემდეგ 61 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზე ვერავინ შეეცილება.

უახლოეს მედვარ „ჰამბურგს“ თამაშით მეტი და 7 ქულით ნაკლები აქვს, შესაბამისად, „არმინია“ უკვე ბუნდესლიგაშია. დღეს ბულეფელდები „დარმშტადტს“ უმასპინძლებენ, მაგრამ კორონავირუსის გამო უმაყურებლოდ.

არადა, 2015 წელს, როდესაც „არმინია“ მეორე ბუნდესლიგაში აღზევდა, სტადიონზე დიდი ზეიმი იყო (იხილეთ ფოტოზე). წარმოიდგინეთ, რა ხდება მათ გულებში ახლა, როდესაც ელიტალურ ლიგას 11 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ.

აქვე გეტყვით, რომ დარჩენილი ორი საგზურისთვის „ჰამბურგი“, „შტუტგარტი“ და „ჰაიდენჰაიმი“ იბრძვიან. ერთ-ერთი პირდაპირ გადავა ბუნდესლიგაში, ერთი პლეი-ოფში ითამაშებს.

0.114735