ფეხბურთი

0:15 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაი ჰავერცი ბუნდესლიგის მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

„ლევერკუზენის“ შემტევი კაი ჰავერცი გერმანიის ბუნდესლიგის მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ლიგის ვებგვერდი იტყობინება.

მაისში გერმანელმა 4 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა სამი თამაშის მოგება მოახერხა.

მთლიანობაში ჰავერცს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს საკუთარ ანგარიშზე ჩაწერილი.

0.118537