ფეხბურთი

20:01 | 16.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვერნერი ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიფციგს" არ დაეხმარება

„ლაიფციგის“ თავდამსხმელ ტიმო ვერნერს კლუბის დატოვება ბუნდესლიგის დასრულებისთანავე სურს. როგორც გერმანული მედია იტყობინება, ფეხბურთელს უნდა ინგლისში გადაბარგდეს, რომ იქაურ გარემოსთან ადაპტაცია ადვილად გაიაროს.

როგორც ცნობილია, ვერნერი ლონდონის „ჩელსის“ შეუთანხმდა ტრანსფერზე, მაგრამ საქმე ისაა, რომ აგვიტოსში „ლაიფციგს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში აქვს სათამაშო.

ვერნერს კი იქ გუნდის დახმარება არ უნდა და „ჩელსიში“ ივლისში გადასვლას ეშურება. სავარაუდოდ, „რედ ბული“ ფეხბურთელის სურვილს დააკმაყოფილებს და ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან ამოიღებს.

შეგახსენებთ, რომ ვერნერი „შტუტგარტის“ აკადემიის აღზრდილია და „ლაიფციგში“ 2016 წელს გადავიდა.

0.123446