დინამოსთან ერთად სუპერლიგის ახალ სეზონს დაიწყებს მშრომელი უნივერსალი ვოვა თავაქარაშვილი (201 სანტიმეტრი). ფორვარდი. 18 წლის. კარგი პერსპექტივით.
რომელსაც შარშან კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. რომელიც მშვენივრად შედიოდა მთავარი მწვრთნელის როტაციაში და დინამოს ეხმარებოდა.
ვოვა ახალი სეზონისთვის ემზადება.
და, დინამოს მისი იმედი აქვს.
ვოვა თავაქარაშვილი: შარშან საკმაოდ წარმატებული სეზონი გვქონდა. შედეგით, მიმდინარეობით. გუნდში არის ყველა პირობა, რომ შემდეგი სეზონისთვის კარგად მოვემზადოთ. გვსურს, რომ ახალ სეზონს საჩემპიონო ამბიციებით შევხვდეთ. თავს მშენივრად ვგრძნობ. ყველა მოთამაშეს გვეხმარებოდა ის, რომ მწვრთნელებმა ზუსტად იცოდნენ ვინ და როგორ უნდა დაეტვირთათ. ერთი სული მაქვს, სეზონი დაიწყოს.