ფეხბურთი

10:24 | 16.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შაშიაშვილის გოლი "ოლიმპიაკოსთან" ეფექტურ ვარდნაში (+VIDEO)

საქართველოს ნაკრებს იტალიის ნაკრების კარში ორი გოლი აქვს გატანილი და ერთი გიორგი შაშიაშვილის ანგარიშზეა, როდესაც 2006 წლის ოქტომბერში, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო. მაშინ მის დარტყმულს ჯიჯი ბუფონმა ვერაფერი მოუხერხა.

შაშიაშვილი მცველი იყო და გოლების გატანით არ გამოირჩეოდა, მაგრამ კიდევ ერთი სახელოვანი კიპერი ჰყავს დამწუხრებული, ევროპის ჩემპიონი, ანტონის ნიკოპოლიდისი.

ეს მაშინ, როდესაც გიორგი საბერძნეთში, „ერგოტელისის“ ღირსებას იცავდა. 2009 წლის 24 ოქტომბერს, მისი გუნდი „კარაისკაკისზე“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა. 22-ე წუთზე კი ანგარიში ქართველმა მცველმა გახსნა, რომელიც კუთხურის დროს ჩაერთო შეტევაში და ვარდნაში, ეფექტურად მოახერხა მასპინძელთა დამწუხრება. ის მატჩი „ოლიმპიაკოსმა“ მაინც მოიგო კოსტანტინოს მიტროღლუსა და დუდუს გოლებით (2:1).

სხვათა შორის, ეს ის სეზონია, როდესაც პირეოსელებს თემურ ქეცბაია თავკაცობდათ, თუმცა სექტემბერში ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო ისე დაითხოვეს, რომ მისი თავკაცობით „ოლიმპიაკოსს“ გოლიც არ ჰქონდა გაშვებული...

რაც შეეხება შაშიაშვილს, „ერგოტელისში“ სწორედ 2009 წელს, გრაცის „შტურმში“ გატარებული ორი კარგი სეზონის შემდეგ გადავიდა და 2012 წლამდე ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო (75 მატჩი, 3 გოლი).

0.123189