ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა აბუ დაბიში, „მებრძოლთა კუნძულზე“ რუმინელ დიანა ბელბიტას დაუპირისპირდება.
ბრძოლა 15 ივლისს შედგება და ინფორმაცია ლიანამ სოციალურ ქსელში თავად დაადასტურა.
ჯოჯუას აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში დებიუტი ოქტომბერში ჰქონდა და სარა მორასთან დამარცხდა. ამჯერად, ქართველი UFC-ში მეორედ გავა ოქტაგონზე და სადებიუტო გამარჯვების მოპოვებას ეცდება.
ისე კი, კარიერაში ჯოჯუას აქტივში 10 ბრძოლაა და დადებითი ბალანსი აქვს - 7 მოგება, 3 წაგება.